Skip Navigation
The Endowment for Human Development
The Endowment for Human Development
Improving lifelong health one pregnancy at a time.
Donate Now Get Free Videos

Multilingual Illustrated DVD [Tutorial]

The Biology of Prenatal Development




პრენატალური განვითარების ბიოლოგია

.საქართველო [Georgian]


National Geographic Society This program is distributed in the U.S. and Canada by National Geographic and EHD. [learn more]

Choose Language:
Download English PDF  Download Spanish PDF  Download French PDF  What is PDF?
 

The Fetal Period (8 Weeks through Birth)

Chapter 37   9 Weeks: Swallows, Sighs, and Stretches

ნაყოფობის პერიოდი გრძელდება დაბადებამდე.

მე-9 კვირისათვის, იწყება ცერის წოვა, ხოლო ნაყოფს შეუძლია გადაყლაპოს ნაყოფის გარშემო წყლები.

ნაყოფს ასევე აქვს უნარი ჩაეჭიდოს საგნებს, გადახაროს თავი წინ და უკან, გახსნას და დახუროს პირი, ამოძრავოს ენა, ჩაისუნთქოს და გაიზმოროს.

სახის ნერვული რეცეპტორები, ხელის გულები და ფეხის გულები შეიგრძნობს მსუბუქ შეხებას.

"მსუბუქი შეხებისას ფეხის გულზე", ნაყოფი ხრის მუხლებს და შესაძლოა აამოძრაოს ფეხის თითები.

ქუთუთოები, ამ დროს, სრულად დახუჭულია.

სასულეში მბგერავი იოგების წარმოშობა მიუთითებს სახმო სიმების ჩამოყალიბებაზე.

მდედრ ნაყოფებში, საშო გარჩევადია ხოლო მოუმწიფებელი რეპროდუქციული უჯრედები, რომლებსაც ოვოგონიუმი ეწოდება, მრავლდება კვერცხუჯრედში.

გარეგანი სასქესო ორგანოები გამოვლინდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

Chapter 38   10 Weeks: Rolls Eyes and Yawns, Fingernails & Fingerprints

სწრაფი ზრდა მე-9 და მე-10 კვირებს შორის ზრდის სხეულის წონას 75%-ზე მეტით.

მე-10 კვირისათვის, ზედა ქუთუთო ასტიმულირებს თვალის მობრუნებას ქვევით.

ნაყოფი ხშირად ამთქნარებს და აღებს და ხურავს პირს.

ნაყოფების უმეტესობა წოვს მარჯვენა თითს.

კუჭ-ნაწლავის ნაწილები ჭიპლარში უბრუნდება მუცლის ღრუს.

გაძვალება მიმდინარეობს ძვლების უმეტესობაში.

ფრჩხილები ხელის და ფეხის თითებზე იწყებს ჩამოყალიბებას.

პირველი ფრჩხილები ხელის თითებზე ჩნდება განაყოფიერებიდან მე-10 კვირის ბოლოს. აღნიშნული შესაძლოა გამოყენებული იქნას იდენტიფიკაციისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე.

Chapter 39   11 Weeks: Absorbs Glucose and Water

მე-11 კვირისათვის, ცხვირი და ტუჩები სრულადაა ჩამოყალიბებული. ისევე, როგორც სხეულის სხვა ნაწილების შემთხვევაში, მათი იერსახე იცვლება ადამიანის სასიცოცხლო ციკლის ყოველ ეტაპზე.

კუჭ-ნაწლავი იწყებს იმ გლუკოზის და წყლის შთანთქმას, რომელსაც ყლაპავს ნაყოფი.

მიუხედავად სქესის განსაზღვრისა განაყოფიერებისას, გარეგნული სასქესო ორგანოების გარჩევა მხოლოდ ახლა შეიძლება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

Chapter 40   3 to 4 Months (12 to 16 Weeks): Taste Buds, Jaw Motion, Rooting Reflex, Quickening

მე-11-დან მე-12 კვირამდე ჩანასახის წონა იზრდება თითქმის 60%-ით.

თორმეტი კვირა აღნიშნავს ფეხმძიმობის პირველი მესამედის ანუ ტრიმესტრის დასრულებას.

ნათლად გამოსახული გემოს პარკუჭები მოიცავს პირის ღრუს.
დაბადების შემდგომ, გემოს პარკუჭები დარჩება მხოლოდ ენაზე და სასაზე.

დეფეკაცია იწყება უკვე 12 კვირის ასაკში და გრძელდება 6 კვირამდე.

ჩანასახის და ახალშობილის მსხვილი ნაწლავიდან პირველად გამოყოფილ მასალას მეკონიუმი ეწოდება. ის შედგება საჭმლისმომნელებელი ფერმენტების, პროტეინების და მკვდარი უჯრედებისაგან, რომელსაც იშორებს კუჭ-ნაწლავი.

მე-12 კვირისათვის, ზედა კიდურის სიგრძე თითქმის აღწევს მის საბოლოო ზომას სხეულის პროპორციულად. ქვედა კიდურებს მეტი დრო ესაჭიროება მათი საბოლოო პროპორციების მისაღწევად.

გარდა სხეულის უკანა და თავის ზედა ნაწილებისა, ნაყოფის მთლიანი სხეული უკვე რეაგირებს მსუბუქ შეხებაზე.

სქესიდან გამომდინარე სხვაობები განვითარებაში პირველად იჩენს თავს. მაგალითად, მდედრ ნაყოფს ყბის მოძრაობა აღენიშნება უფრო ხშირად, ვიდრე მამრს.

მანამდე აღნიშნული უკუდახევის რეაქციისაგან განსხვავებით, პირთან სტიმულაცია უკვე იწვევს შებრუნებას სტიმულატორისადმი და პირის გაღებას. აღნიშნულ რეაქციას ეწოდება "ძირითადი რეფლექსი" და შენარჩუნდება დაბადების შემდეგაც, რაც საშუალებას აძლევს ახალშობილს იპოვოს დედის ძუძუ ძუძუთი კვების პერიოდში.

გრძელდება სახის ჩამოყალიბება მას შემდეგ, რაც იწყება ცხიმოვანი ქსოვილით ლოყების შევსება და კბილების განვითარება.

მე-15 კვირისათვის, ჩნდება სისხლმშობი ღეროს უჯრედები და მრავლდება ძვლის ტვინში. სისხლის უჯრედების უმეტესობის ფორმირება აქ მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ემბრიონი მოძრაობას 6 კვირის ასაკში იწყებს, ფეხმძიმე ქალი ჩანასახის მოძრაობას, პირველად, შეიგრძნობს 14-18 კვირის ასაკში. ჩვეულებრივ, აღნიშნულ მოვლენას "გამოცოცხლებას" უწოდებდნენ.

Chapter 41   4 to 5 Months (16 to 20 Weeks): Stress Response, Vernix Caseosa, Circadian Rhythms

მე-16 კვირისათვის, ნაყოფის მუცლის ღრუში ნემსის შეყვანის მომცველი პროცედურა საწყისს აძლევს ჰორმონალურ სტრესულ რეაქციას, რომლის დროსაც ნორადრენალინი, ანუ ნორეპინეფრინი გამოიყოფა სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

სუნთქვის ორგანოებში, ბრონქული ხე თითქმის ჩამოყალიბებულია.

დამცავი თეთრი ნივთიერება, რომელსაც პირველშობის საპოხი ეწოდება, უკვე ფარავს ნაყოფს. საპოხი იცავს კანს გაღიზიანებისაგან ნაყოფის გარემომცველი წყლების მხრივ.

მე-19 კვირიდან, ნაყოფის მოძრაობა, სუნთქვითი აქტივობა და გულისცემის სიხშირე დღიურ ციკლებს მისდევს, რომლებსაც ცირკოდიანული რიტმები ეწოდება.

Chapter 42   5 to 6 Months (20 to 24 Weeks): Responds to Sound; Hair and Skin; Age of Viability

მე-20 კვირისათვის, ნიჟარა, რომელიც სმენის ორგანოს წარმოადგენს, აღწევს ზრდასრულ ზომას სრულად ჩამოყალიბებულ შიდა ყურში. ამ დროიდან, ნაყოფი რეაგირებს ხმების მზარდ დიაპაზონზე.

თმა იწყებს ზრდას თავის თმოვან კანზე.

კანის ყველა შრე და სტრუქტურა ჩამოყალიბებულია, თმის ფოლიკულების და ჯირკვლების ჩათვლით.

21-დან 22-ე კვირამდე განაყოფიერების შემდეგ, ფილტვებს უკვე გააჩნიათ სუნთქვის შეზღუდული უნარი. აღნიშნული განიხილება სიცოცხლისუნარიანობის ასაკად, რადგან სიცოცხლე საშვილოსნოს გარეთ შესაძლებელი ხდება ზოგიერთი ნაყოფისათვის.

Chapter 43   6 to 7 Months (24 to 28 Weeks): Blink-Startle; Pupils Respond to Light; Smell and Taste

24-ე კვირისათვის, ქუთუთოები კვლავ იხსნება და ნაყოფი ავლენს თვალის დახამხამებით რეაქციას. აღნიშნული რეაქცია მოულოდნელ ძლიერ ხმაურზე, ჩვეულებრივ, უფრო ადრე მდედრ ნაყოფში ვითარდება.

რამდენიმე მკვლევარის ცნობით, ძლიერი ხმაურით ზემოქმედებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის ჯანმრთელობაზე. დაუყონებლივ გამოვლენილი შედეგები მოიცავს გულისცემის სიხშირის გახანგრძლივებულ მატებას, ემბრიონის გადამეტებულ ყლაპვას და ქცევის მყისიერ ცვლილებებს. პერსპექტივაში გამოვლენილი შესაძლო შედეგია სმენის დაკარგვა.

ნაყოფის სუნთქვის სიხშირე შესაძლოა გაიზარდოს 44 ინჰალაცია-ექსჰალაციურ ციკლამდე წუთში.

ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრის განმავლობაში, ტვინის სწრაფი ზრდა მოიხმარს იმ ენერგიის 50%-ზე მეტს, რომელსაც ხარჯავს ნაყოფი. ტვინის წონა იზრდება 400-500%-ით.

26-ე კვირისათვის, თვალებში გამომუშავდება ცრემლი.

გუგები რეაგირებს სინათლეზე ჯერ კიდევ 27-ე კვირისათვის. აღნიშნული რეაქცია არეგულირებს სინათლის რაოდენობას, რომელიც აღწევს ბადურამდე სიცოცხლის განმავლობაში.

ფუნქციონირებს ყნოსვისათვის აუცილებელი ყველა კომპონენტი. ადრეულად შობილი ბავშვების შესწავლამ გამოავლინა სუნის ამოცნობის უნარი ჯერ კიდევ 26-ე კვირაში განაყოფიერების შემდეგ.

ტკბილი გემოს მქონე ნივთიერების ნაყოფის გარემომცველ წყლებში მოთავსება ზრდის ნაყოფის მიერ გამოვლენილი ყლაპვითი მოძრაობების სიხშირეს. ამის საპირსპიროდ, ყლაპვითი მოძრაობების სიხშირის შემცირება მოსდევს მწარე გემოს მქონე ნივთიერების შეყვანას. ხშირად, ამას მოსდევს სახის გამომეტყველების ცვლილებაც.

ნაბიჯის მსგავსი ფეხის მოძრაობით, რაც სიარულს წააგავს, ნაყოფი ბრუნებს ასრულებს.

ნაყოფი უფრო ნაკლებად დანაოჭებული ხდება ცხიმის კანის ქვეშ მატებასთან ერთად. ცხიმი სასიცოცხლო როლს ასრულებს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებისათვის და ინახავს ენერგიას დაბადების შემდეგ.

Chapter 44   7 to 8 Months (28 to 32 Weeks): Sound Discrimination, Behavioral States

28-ე კვირისათვის, ნაყოფს შეუძლია გაარჩიოს მაღალი და დაბალი ტონის ხმა.

30-ე კვირისათვის, ხშირდება სუნთქვითი მოძრაობა და საშუალოდ, მუცლადყოფნის დროის 30-დან 40%-მდე იკავებს.

ფეხმძიმობის ბოლო 4 თვის განმავლობაში, ნაყოფს ახასიათებს კოორდინირებული აქტიურობის პერიოდები, რომლებსაც მოსვენების პერიოდები ენაცვლება. ქცევის აღნიშნული ფორმები ასახავს ცენტრალური ნერვული სისტემის სულ. უფრო მზარდ კოპმლექსურობას.

Chapter 45   8 to 9 Months (32 to 36 Weeks): Alveoli Formation, Firm Grasp, Taste Preferences

32-ე კვირისათვის, ნამდვილი ალვეოლები, ანუ ჰაერის "ღრუები", იწყებს ჩამოყალიბებას ფილტვებში. ისინი განაგრძობს ფორმირებას 8 წლის ასაკამდე.

35-ე კვირისათვის, ნაყოფს ახასიათებს ჩაჭიდების ჩამოყალიბებული უნარი.

ნაყოფის მოხვედრა სხვადასხვა ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, როგორც ირკვევა, დაბადებისას გავლენას იქონიებს ყნოსვით გემოვნებაზე. მაგალითად, ნაყოფები, რომელთა დედებიც იღებდნენ ანისულს - ნივთიერებას, რომელიც იძლევა ძირტკბილას გემოს, ავლენენ მიდრეკილებას ანისულისადმი დაბადების შემდეგომ. ახალშობილებს, რომლებიც მუცლადყოფნისას არ განიცდიდნენ ამ ზემოქმედებას, არ მოსწონთ ანისული.

Chapter 46   9 Months to Birth (36 Weeks through Birth)

ნაყოფი ახდენს შობის ინიცირებას დიდი რაოდენობით ჰორმონის გამოყოფით, რომელსაც ესტროგენი ეწოდება და ამით იწყებს გარდაქმნას ნაყოფიდან ახალშობილად.

მშობიარობას ახასიათებს საშვილოსნოს ძლიერი კუმშვა, რაც იწვევს ბავშვის გაჩენას.

განაყოფიერებიდან დაბადებამდე და მის შემდგომ, ადამიანის ზრდა დინამიური, უწყვეტი და რთული პროცესია. აღნიშნულ შესანიშნავ პროცესთან დაკავშირებულმა ახალმა აღმოჩენებმა ნათლად უჩვენა ნაყოფის ჩამოყალიბების სასიცოცხლო ზემოქმედება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ადამიანის ადრეული განვითარების მნიშვნელობის თაობაზე ჩვენი აღქმის ზრდასთან ერთად, გაიზრდება ჩვენი უნარიც გავაუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც დაბადების შემდეგ, ისე მანამდე.


Add a Comment

Your Name: Log In 3rd-party login: Facebook     Google     Yahoo

Comment: